„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის N38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
90/04
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2014-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-16
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016145
„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის N38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №90/04

2014 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით (ვებგვერდი, 110516011, 18/05/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საბარათე ანგარიში – ემიტენტ ბანკში გახსნილი ბარათის მფლობელის მიმდინარე, ასევე კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში, რომელზეც აისახება სადებეტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები.“.

2.  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ემიტენტი ვალდებულია სადებეტო/საკრედიტო ბარათების (ვირტუალური ბარათის შემთხვევაში ბარათის რეკვიზიტების) გადაცემამდე მოახდინოს ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება. აღნიშნული ბარათების გააქტიურებამდე (მისი საშუალებით ოპერაციების განხორციელებამდე) სავალდებულოა ბარათის მფლობელის სახელზე მიმდინარე/საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია