|
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის №84 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მის სტრუქტურაში შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.”. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|