|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენ ს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №16 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.126.016101 ვებგვერდი, 11/08/2014 ). |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება გავრცელდეს 2014 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №33 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. |
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის
მერიის
ადმინისტრაციული
სამსახურის
დებულება
|
მუხლი
1.
მერიის
ადმინისტრაციული
სამსახური
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ( შემდგომში – მერია ) სამსახური ( შემდგომში – სამსახური ), რომელიც ახორციელებს მერიის საქმიანობის ორგანიზაციულ , იურიდიულ , დოკუმენტალურ , ანალიტიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას , ადამიანური რესურსების მართვას , კადრების საქმის წარმოებას ; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან , იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან , სახელმწიფო ორგანოებთან , სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას .
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .
მუხლი
2.
სამსახურის
სტრუქტურა
1. სამსახურის შემადგენლობაში შედის :
ა ) სამსახურის ხელმძღვანელი ;
ბ ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ;
გ ) მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება ;
დ ) სამსახურის მოხელეები .
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი სამუშაოთა აღწერილობით .
3. სამსახურის განყოფილება შედგება გაყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან .
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით .
5. განყოფილების მოხელეების უფლება - მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით , განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა - გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,, საჯარო სამსახურის შესახებ " კანონის შესაბამისად .
მუხლი
3.
სამსახურის
ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
1. მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას .
2. თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას .
3. მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათი განაწილებას დანიშნულებისამებრ .
4. საკრებულოსა და მერის დავალებების რეგისტრაციას , მათი შესრულების კონტროლს .
5. სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას ; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას .
6. ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას .
7. საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას .
8. საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას .
9. გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის , ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან , სახელმწიფო ორგანოებთან , იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან .
10. მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას „ ერთი ფანჯრის “ პრინციპის დაცვით .
11. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას , ინფორმაციის გამოქვეყნებას პროაქტიულად , მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით .
12. სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან , ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან , საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას .
13. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას .
14. ოფიციალური დელეგაციების მიღებას , საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას .
15. მერის , მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას , სამართლებრივი დასკვნების მომზადებას .
16. დასახლების საერთო კრებებთან დაკავშირებით კანონითა და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას .
17. მოქმედი კანონმდებლობით , გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას .
მუხლი
4.
საქმისწარმოებისა
და
ადამიანური
რესურსების
მართვის
განყოფილება
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას აქვს ბეჭედი , უზრუნველყოფს :
ა ) კანონით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემას ;
ბ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებასა და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა - წარმოებას ;
გ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას ;
დ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების , სამსახურებრივი გადაადგილების , გადაყვანის , გათავისუფლების , უფლებამოსილებათა შეჩერების , შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას ;
ე ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას ;
ვ ) მერიის ერთიანი საქმისწარმოების განხორციელებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის eDocument- ის მეშვეობით ;
ზ ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას ; შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას ;
თ ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის ; დავალებების სათანადოდ გაფორმებას ;
ი ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას ;
კ ) გასული დოკუმენტების გაგზავნას ;
ლ ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად ;
მ ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას ; ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას ;
ნ ) საქმისწარმოებაში ბეჭდების , შტამპების , ბლანკების სათანადო გამოყენებას ;
ო ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე ;
პ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას ;
ჟ ) მერიის სამსახურების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ; კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ;
რ ) მერიის სამსახურების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას ;
ს ) მერიის მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას ;
ტ ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის , სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას , მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას ;
უ ) მერიის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს , კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას ; მათი მომზადების , გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას ; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას ; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას ; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას ; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების ( კვალიფიკაციის ) ამაღლების კურსების გავლაზე , სწავლების ეფექტურობის შემოწმებას ;
ფ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
მუხლი
5.
მერის
წარმომადგენლების
კოორდინაციის
განყოფილება
მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს :
ა ) ინფორმაციის მიწოდებას მერის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ ;
ბ ) წარმომადგენელს წარუდგენს წინადადებებს მერთან წარსადგენად შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ ;
გ ) საჭიროების შემთხვევაში მერის წარმომადგენელთა თათბირების ორგანიზებას ;
დ ) მერის წარმომადგენელთათვის მეთოდურ დახმარებას ;
ე ) დასახლების საერთო კრებებთან დაკავშირებით კანონითა და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას ;
ვ ) მოქმედი კანონმდებლობით , გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას .
მუხლი
6.
ადმინისტრაციულ
ერთეულებში
მერის
წარმომადგენელი
1. მერის წარმომადგენელი არის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირი , რომელსაც „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .
2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში . მერის წარმომადგენელის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს მერი .
3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი .
4. მერის წარმომადგენელი :
ა ) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ ;
ბ ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას ;
გ ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას ;
დ ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას ;
ე ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის , აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს ;
ვ ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის , მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის , დასახლებების ქუჩების , მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ ;
ზ ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს .
მუხლი
7.
დასკვნითი
დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია , ლიკვიდაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .
|