|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ზესტაფონელისა“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ზესტაფონელისა“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №29 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 27/08/2014; სარეგ. კოდი: 010250000.35.127.016129) დამტკიცებულ №1 დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „საპატიო ზესტაფონელის” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს; ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებსა და ფედერაციებს; გ) მოქალაქეთა ჯგუფს “. 2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ღირსშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის, მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს საპატიო წოდების მქონე პირთა ერთდროული ინდივიდუალური წახალისება.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|