„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-08
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016184
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 05/08/2014: სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016161) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა)     დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„4. გამგეობის სამსახურებია:  

ა) ადმინისტრაციული სამსახური;  

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; 

გ) ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური; 

ე)  კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრობის  საქმეთა სამსახური; 

ვ) შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური;

ზ) შიდა აუდიტის სამსახური;  

თ) ზედამხედველობის სამსახური; 

ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

კ) სახანძრო–სამაშველო სამსახური;“

ბ) მე–12 მუხლის მე–5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ 5. კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრობის  საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.“.

    

გ)  მე–12 მუხლს  დაემატოს მე-51 პუნქტი:

   „51. შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა    და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა, დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა და მის გასაუმჯობესებლად წინადადებების მომზადება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია

კრებსითი — სრული ვერსია