„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის №2471 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1441
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017547
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის №2471 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1441

 2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის № 2471 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის № 2471 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განისაზღვროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გამგეობა შემდეგი შემადგენლობით:

 

ირაკლი ღარიბაშვილი

-

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარე;

ოთარ დანელია

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე;

დავით შავლიაშვილი

-

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი;

ნოდარ ხადური

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი;

გიორგი კვირიკაშვილი

-

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი;

გოჩა ცოფურაშვილი

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი;

დავით გალეგაშვილი

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი;

იური ნოზაძე

 

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი;

ოთარ შამუგია

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, სააგენტოს გამგეობის წევრი.“.

 

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია