ა)
მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8) იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგებლისათვის სამართლებრივი დასკვნების მომზადება; გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის, მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა; გამგებლისათვის რეკომენდაციის მომზადება გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე და გამგეობის თანამშრომელთა კონსულტირება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით; გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან.“;
|