სსიპ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS-2014) ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1394
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017521
სსიპ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS-2014) ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1394

2014 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS-2014) ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე

     1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS-2014) ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ -საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭოს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს (ITU) შორის „მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS) გამართვის თაობაზე“ გასაფორმებელი შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება.

    2. ეთხოვოს სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება საკუთარი სახსრებიდან.

 

 პრემიერ-მინისტრი                  ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია