„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
150/37
მიმღები ორგანო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი
2014-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-15
სარეგისტრაციო კოდი
010320010.58.070.016031
„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №150/37

2014 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის  2012 წლის 17 აგვისტოს №142/37 (www.matsne.gov.ge, 17.08.2012; სარეგისტრაციო კოდი: 010320010.58.070.016004) ბრძანებით დამტკიცებულ „პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსების წესის“    მე-5 მუხლის  შემდგომ  დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. არაფულადი შემოწირულების შეფასების წესი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ არაფულადი შემოწირულების განხორციელების შემთხვევაში შემოწირულების ოდენობა უნდა განისაზღვროს ქონებისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების (IVS) შესაბამისად.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის  01 სექტემბრიდან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია

კრებსითი — სრული ვერსია