საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2648-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-18
სარეგისტრაციო კოდი
080000000.05.001.017502
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3651 მუხლი:

„მუხლი 3651. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში უკანონო ჩარევა

თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების განმახორციელებელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა −

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აგვისტო 2014 წ.

N2648-რს

კრებსითი — სრული ვერსია