ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის პირველი აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-08-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-14
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.170.016025
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის პირველი აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2014 წლის 6 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის პირველი აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის   სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ   ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის პირველი აგვისტოს №17 დადგენილებაში შეტანილ იქნას ცვლილება:

1.დებულების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად  განახორციელოს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მისაღებად ბრძანების პროექტის მომზადება და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წარდგენა. 

2.დებულების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაგციით: კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად  განახორციელოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებაზე საკითხის მომზადება და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წარდგენა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია

კრებსითი — სრული ვერსია