„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
465
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-08-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-05
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.018085
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №465

2014 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, №49, 28/04/2010)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14  პუნქტი:

„14. ოჯახის შემოსავლებში, როგორც დროებითი ხასიათის მქონე შემოსავალი, არ გაითვალისწინება საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნის შედეგად მიღებული ხელფასი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია