„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შიანაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის პირველი დეკემბრის №205 ბრძანებით (სსმ, 158, 03/12/2010წ., სარეგისტრაციო კოდი 010320010.42.047.016002) დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გამონაკლის შემთხვევებში, ოჯახური პირობებიდან და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი პატაკის საფუძველზე თანამშრომელი გაათავისუფლონ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან არაუმეტეს ერთი სამუშაო დღისა.“.
|