ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-25
გამოქვეყნების თარიღი
2018-01-18
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.164.016123
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია 2018 წლის 1 მარტიდან - 18.01.18 №16)

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2014 წლის 25 ივლისი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 07.12.2017 წ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 07.12.2017 წ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი



ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 07.12.2017 წ.

მუხლი 1. გამგეობის იურიდიული სამსახური
1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 07.12.2017 წ.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს.

3. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

4. სამსახურის  მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 07.12.2017 წ.


მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
გამგეობის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამსართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციების მიცემა საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში;
გ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას,
ზ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას,
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ი)  მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
კ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
მ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას;
ნ) მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ო) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას;
პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 07.12.2017 წ.



კრებსითი — სრული ვერსია