საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1177
2014 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
შპს ,,სტუდია მეტროს “ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,კ “ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,სტუდია მეტროს “ მიერ ორი სარეკლამო რგოლის გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს ,,სტუდია მეტროსათვის “ სათანადო დახმარების გაწევა და 2 (ორი) დღის ვადით, 19 200 (ცხრამეტიათასორასი) ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოს შპს „სტუდია მეტრო“ ერთი ერთეული UH-1H (იროკეზი) ტიპის შვეულმფრენით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი