|
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების, 112 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
დამტკიცდეს: |
ა)
მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესი (დანართი №1); |
ბ)
ფორმა №3 რეცეპტის ბლანკის ფორმა (დანართი №2). |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) გამოწერის ინსტრუქციისა და რეცეპტის (ფორმა №3) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №01-9/ნ ბრძანება. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
|