საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
49
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2018-04-04
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016271
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №49

2014 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები‘‘.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 30 აგვისტოს №976 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია



საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი  

1. უმაღლესი სამედიცინო  განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

2. სამუშაო გამოცდილება:

ა) მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი;

გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;

დ) სასურველია სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

3. კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“;

ზ) „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება;

თ) „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანება;

ი) „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულება;

კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №13 ბრძანება.

4. სხვა მოთხოვნები:

ა) ძირითადი კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 15.03.2017წ.

 

მუხლი 2. ამოღებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 15.03.2017წ.

 

მუხლი 3. ამოღებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 15.03.2017წ.

 

მუხლი 4. ამოღებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 15.03.2017წ.

 

მუხლი 5. დირექტორის მოადგილე სამედიცინო საკითხთა რეგულაციისა და სამკურნალო დარგში

1. უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით.

2. სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-წლიანი გამოცდილება.

3. სასურველია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.

4. კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

ვ) „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულება;

ზ) „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება;

თ) „ფარმაცევტულ, სამედიცინო,  ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე,  სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანება;

ი) „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანება;

კ) „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანება;

ლ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №13 ბრძანება.

5. სხვა მოთხოვნები:

ა) ძირითადი კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 15.03.2017წ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 4 აპრილის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 05.04.2018წ.


კრებსითი — სრული ვერსია