საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1140
2014 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
შპს-ის „გზა “ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „ გზა “ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (სამშენებლო მასალა) მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დოლოგანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოიპოვოს 110 000 ( ას ათი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
2. შპს -მ „ გზა “ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. შპს „გზა “ ვალდებულია:
ა) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 19 131 (ცხრამეტი ათას ას ოცდათერთმეტი ) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტშ ი წარადგინოს ინფორმაცია ამ განკარგულების საფუძველზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
4. შპს-ის „გზა “ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი