სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1121
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017308
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრ ობის

განკარგულება № 1121

2014 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 6 მუხლისა და ,, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ( გაუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის № 330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება  (2014  წლის  9 ივნისის № 5/20809) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქ. წნორში, რუსთაველის ქ. № 39-ში მდებარე შენობა № 1-ის პირველ სართულზე არსებული 258.1 კვ.მ ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 56.04.21.061) სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                    ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია