,,ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 21/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 310010010.54.066.016045) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. სსს-კ უფლებამოსილია დააწესოს ოთხი ტიპის შეზღუდვა დროის ფაქტორთან და მხედველობის სიმახვილესთან მიმართებაში: დროის განსაზღვრასთან დაკავშირებული შეზღუდვა (TML), ახლო, შორს და შუალედური მხედველობის სიმახვილესთან დაკავშირებული შეზღუდვები (VDL, VNL, VML)“.
|