ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-42/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2024-01-24
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016270
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-42/ნ

2014 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 24 იანვრის ბრძანება №5/ნ- ვებგვერდი, 24.01.2024წ.


„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:
ა) ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმები (დანართი №1);
ბ) ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების შევსების წესი (დანართი №2);
გ) პაციენტის განცხადება ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართვის შესახებ (დანართი №3).
2. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში ჩართვის მიზნით წარმოდგენილ უნდა იქნეს:
ა) პაციენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა ან/და ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებით მკურნალობაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმის არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
3. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში პაციენტის ჩართვის შემთხვევაში, ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ფორმებს დამატებით უნდა დაერთოს:
ა) პაციენტის განცხადება ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართვის შესახებ (დანართი №3);
ბ) პაციენტთან დადებული ხელშეკრულება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 თებერვლის ბრძანება №01-5/ნ - ვებგვერდი, 19.02.2015წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 24 იანვრის ბრძანება №5/ნ- ვებგვერდი, 24.01.2024წ.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

კრებსითი — სრული ვერსია