„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
396
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-06-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-18
სარეგისტრაციო კოდი
010140010.10.003.018016
„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №396

2014 წლის 17 ივნისი

ქ.თბილისი

 

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში  (სსმ,  №134, 19.10.2010 წ. მუხ. 1951) შეტანილ იქნეს ცვლილება და 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომად­გე­ნელს;

დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) წარმომადგენელს;

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელს;

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU Delegation) წარმომადგენელს;

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) წარმომადგენელს;

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელს;

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელს;

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრს;

მიგრაციის ცენტრს;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას;

საქართველოს გაეროს ასოციაციას;

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია