„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 მარტის №01-12/ნ-№82 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-46/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-07-08
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-08
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016274
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 მარტის №01-12/ნ-№82 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №01-46/ნ/№206

2014 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 მარტის №01-12/ნ-№82 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 14 მარტის ერთობლივი  №01-12/ნ-№82 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 15/03/2012, 470230000.22.035.016132) დამტკიცებული დანართი №1-ის (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტსა და ექსპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის წესი)  მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ სამკურნალო საშუალებებზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან  მე-10 დღეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია