„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #319 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
925
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017125
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #319 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგ უ ლება № 925

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის   „ საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის № 319 განკარგულებაში ცვლილების   შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის „ საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის № 319 განკარგულებაში შეტანილ  იქნეს შემდეგი     ცვლილება :

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. „ საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2014 წლისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 1980 ერთეულით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 პრემიერ-მინისტრი                                                             ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია