საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 906
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსა ხორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №552 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსა ხორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №552 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში გადაცემა „ეტალონის“ ანონსისა და აღნიშნული გადაცემის მიმდინარეობისას, სარეკლამო ჭრის დროს, სოციალური რეკლამის განთავსებისათვის შესაბამისი შესყიდვები.“.
პრემიერ- მინისტრი ი . ღარიბაშვილი