შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის №10/10 დადგენილებაში (06/05/2014 სარეგისტრაციო კოდი: 040090000.35.111.016200), კერძოდ:
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით“.
|