„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2470-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-12
სარეგისტრაციო კოდი
200010000.05.001.017465
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:  

„მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და მისი ტერიტორიული დანაყოფების მიერ სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 მაისი 2014 წ.

N2470-IIს

კრებსითი — სრული ვერსია