„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №1400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2032
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №1400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 2032

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის № 1400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის № 1400 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად დაწყების მიზნით, სამუშაოების შესრულების პარალელურ რეჟიმში განახორციელოს მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                                       ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია