შპს „გზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
732
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-04-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „გზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 732

2011 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „ გზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

„ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაო­ბა­ზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 და­დ­­გე­ნილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძ­ველზე საბერიო-ჯვარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშა­ო­ების დაგეგმილ ვადებში დასრულების მიზნით შპს „ გზა“ გათა­ვი­სუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიი­სა­გან 3 თვის ვადით და განახორციელოს წალენჯიხის მუნიციპა­ლი­ტეტში, მდ. ენგურზე 1 500 (ერთი ათას ხუთასი) მ3 ინერტული მა­სა­­ლის მო­პოვება შემდეგი X და Y კოორ­დი­ნა­ტების საზღვრებში:

 

№

X

Y

1

257410

4735546

2

257390

4735575

3

257359

4735550

4

257371

4735530

შ= 0,12 ჰა

 

2. შპს „ გზამ“ უზრუნველყოს სსიპ – გარემოს ეროვნული სა­ა­გენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შეს­რუ­ლება.

3. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაცია, რომ შპს „ გზა“ უზ­რუნველყოფს 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდას.

პრემიერ-მინისტრი                    ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია