|
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) მე-8 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სტრატეგიული დანიშნულების პროდუქციისა და „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, ტრანზიტის ან რეექსპორტის შემთხვევაში ნებართვის მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პროდუქცია ექსპორტიორს იმავე ქვეყანაში უბრუნდება, საიდანაც საქართველოში მისი ექსპორტი განხორციელდა.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს: ა) მიმღები ქვეყნის ვალდებულებას ექსპორტიორი ქვეყნის თანხმობის გარეშე მესამე ქვეყნისათვის პროდუქციის გადაცემის დაუშვებლობის შესახებ, გარდა ამ პროდუქციის საქართველოში ტრანზიტის შემთხვევისა; ბ) მიმღები ქვეყნის ვალდებულებას თავის ტერიტორიაზე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით გამოყენების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 14 მაისი 2014 წ. N2424-IIს |