„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
114
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 114

2011 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგ­მის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემ­დე­გი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

„ ბ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის გან­ხორ­ცი­ელების მიზნით რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სა­ხელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას სამთავ­რობო კომისია თანდართული შემადგენლობით (დანართი № 2);“ .

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვა­ნე­ლებმა გამოყონ წარმომადგენლები სამთავრობო დაწესე­ბუ­ლე­ბ­ებ­ის ხელმძღვანელთა მოადგილეების დონეზე განკარგულების პირ­ველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავ­რო­ბო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.“ .

3. პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული № 2 და­ნართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ სამთავრობო კომისიის შემადგენლობა“ .

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია