|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) „დ2“ ქვეპუნქტი: „დ2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების მრჩევლები და თანაშემწეები – არაუმეტეს თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადით;“; ბ) „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა მოადგილეები – არაუმეტეს მინისტრთა უფლებამოსილების ვადით;“; გ) „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა მრჩევლები და თანაშემწეები – არაუმეტეს მინისტრთა უფლებამოსილების ვადით;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 14 მაისი 2014 წ. N2423-IIს |