„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2013წ., სარეგისტრაციო კოდი - 020090000.22.034.016268) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №2 დანართის (ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მიერ სისხლის სინჯის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოსაკვლევი პირი ვალდებულია სისხლის სინჯის აღების პროცედურის დაწყებამდე მის განმახორციელებელს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ალკოტესტის შედეგის ამსახველი ქვითარი.“.
|