ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 2012
2011 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის № 1833 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად, „ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის № 1833 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხიდის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი ) ლარი, მათ შორის:
ა) ხიდის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით – 978 000 (ცხრაას სამოცდათვრამეტი ათასი) ლარი და აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით;
ბ) ხიდის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური არქიტექტურული პროექტისა და თანმდევი დოკუმენტაციის შესადგენად – 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარი და აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური