საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული „ფინანსური ხელშეკრულების“ (20 მლნ ევრო) სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
270
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული „ფინანსური ხელშეკრულების“ (20 მლნ ევრო) სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 270

2011 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „ ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან “ დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული „ ფინანსური ხელშეკრულების “ (20 მლნ ევრო) სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „ ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან “ დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული „ ფინანსური ხელშეკრულების “ (20 მლნ ევრო) სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.

2. „ სახელმწიფო ვალის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად , ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „ ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან “ დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული „ ფინანსური ხელშეკრულების “ (20 მლნ ევრო) საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                        ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია