|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №185 ბრძანებაში (სსმ, №172, 31/12/2010, 100110000.22.038.016019) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2.მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) სამინისტროს სისტემის ორი თანამშრომელი, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი); ბ) საპარლამენტო უმრავლესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა თითო წარმომადგენელი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი; გ) არასამთავრობო ორგანიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თითო-თითო წარმომადგენელი, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თითო წარმომადგენლის კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|