საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 22 4 9
2011 წლის 1 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
ს ს „ ლომისისათვის“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 7 1 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს ს ს „ ლომისი სათვის“ გაცემული წიაღით სარ გებ ლობის ლიცენზიაში ( სერია 20 , ნომერი 0744 , ტიპი IIQ) ცვლილების შე ტანა, კერძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი წია ღი სეულის (მიწი ს ქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება) ოდენობა , ნაცვლად 30 მ3/სთ- ისა, განისაზღვროს დღე-ღამეში არა უმეტეს 4 080 (ოთხი ათას ოთხმოცი) კუბ. მეტრით, ხოლო ჯამში ლიცენზიის მოქმედების მთელ პერიოდ ში – არა უმეტეს 5 650 770 (ხუთი მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათას შვიდას სამოცდაათი) კუბ. მეტრით.
2. ს ს „ ლომისი “ ვალდებულია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღი სეულის (მი წი ს ქვეშა მტკნარი წყ ა ლი ) გაზრდილ ი ოდენობ ისათვის საქარ თველოს სა ხელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 510 000 (ხუთას ათი ათა სი) ლარი.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სს „ლომისი“ ამ განკარგულების მე - 2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდას უზრუნველყოფს ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემ დეგ 2 (ორი) თვის ვადაში .
პრემიერ- მინისტრი ნიკა გილაური