საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2518
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის № 170 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის რეა ბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თე ბე რ ვლის № 170 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა ) პირველი პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ დეს შემდეგი რე დაქციით:
„ ა) 2010-2012 წლებში უზრუნველყოს ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედ ველო სამუშაოების განხორციელება;“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„ 3. 2012 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახუ რების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განხორციელდეს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტა ციის“ მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური