არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2515
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2515

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუ­ხ­­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო­მი­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ – მესტიის წმინ­­და ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლურ ზოგადსა­გან­­მანათლებლო საშუალო სკოლას (ს/კ 435891117) საქართველოს ეკონო­მი­კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნის ვად ამდე უსას­ყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მეს­ტია­ში, თამარ მეფის ქ.N1‑ში მდებარე შენობა‑ნაგებობა, ფართობით 682 კვ.მ და მა სზე დამაგრებული 1 216 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – № 42 . 06 . 06 . 042 ) .

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება გაუ­ქმ­­დება არა უმეტეს ერთი თვის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ – მესტიის წმინდა ილა­რიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლურ ზოგადსაგანმანათ­ლებ­ლო საშუალო სკოლასთან უ სასყიდლ ო უზუფრუქტის ხელშეკრულების გა ­ ფორმების მიზნით.

  პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია