„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №400 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 190020060.10.003.017567) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გასაცემად გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტების მიერ „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებით შექმნილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიისათვის ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ინფორმაციის ოფიციალურად მიწოდების დამატებითი ვადა განისაზღვროს 2014 წლის 11 თებერვლიდან 2014 წლის 15 მაისის ჩათვლით.“.
|