„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-91
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-30
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.032.016147
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-91

2014 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016127) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №4)“ - ის:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იურიდიული სპეციალობით (სასურველია საგადასახადო ან შიდა აუდიტის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;“.

2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია

კრებსითი — სრული ვერსია