საქართველოს მთავრობის
განკარგულება №680
2014 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს გამოუყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი