საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება N1/8 - „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 8 მაისის #1/87 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
1/8
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი
2014-01-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-17
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება N1/8 - „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 8 მაისის #1/87 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  №1/8             

2014 წლის 20 იანვარი           

 ქ. თბილისი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 8 მაისის №1/87 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის       8 მაისის №1/87 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში (შვილის შეძენა, მძიმე ავადმყოფობა, ოჯახის წევრის (მშობელი, მეუღლე, შვილი) მძიმე ავადმყოფობა ან გარდაცვალება).“.

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

საქართველოს იუსტიციის                                                   ლევან მურუსიძე

უმაღლესი საბჭოს მდივანი

კრებსითი — სრული ვერსია