საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 640
2014 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის № 37 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის № 37 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის № 23 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად, 201 4 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოს არა უმეტეს 140 000 000 (ას ორმოცი მილიონი) ლარი.“.
პრემიერ‑მინისტრი ი . ღარიბაშვილი