„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2014-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-03
სარეგისტრაციო კოდი
300280020.16.009.016084
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №8

2014 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე,  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 მაისის №17 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №65, 15.06.2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.020.16.009.008.604) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციით 11 პუნქტი:

 

„11. შპს „ენერგოტრანსისათვის“ დამტკიცდეს ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების (ქვესადგურების საკუთარი მოხმარების ჩათვლით) შემდეგი სიდიდეები პროცენტებში:

ა) საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ყველა ელექტროსადგურის მიერ წარმოებული (სალტეებიდან გაშვება) და იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული გაშვებიდან:

– 500 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,23 %;

– 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 0,4%.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის დადგენილი 0,4 % ოდენობის დანაკარგი გამოიყენება მხოლოდ სს „ენერგოტრანსის“ 400 კვ–იანი ქსელით (ეგხ „მესხეთი“ + ახალციხის ქვესადგური მუდმივი დენის ჩანართით) ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელებისას.

ბ) ელექტროენერგიის ექსპორტის ან/და ტრანზიტის განხორციელებისას, სს „ენერგოტრანსის“ 400 კვ ძაბვის ქსელში სრული მიღებიდან:

– 400 კვ ძაბვის საფეხურისათვის – 3,55 %.“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 3 ივლისის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 08.07.2014წ.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი

კრებსითი — სრული ვერსია