ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 1075
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქ. ახალციხის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნისათვის სარემონტო სამუშაოების და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ‑ტექნიკური ფასეულობების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით , „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური