„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-04-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-11
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.153.016196
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2014 წლის 7 აპრილი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი მე-4 პუნქტის,  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა  და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №8 დადგენილებაში (სსმ, 040110030.35.153.016036 01.02.2011 წ.)კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ქონების  საწყის საპრივატიზებო ფასს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა  და სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების  მოთხოვნათა შესაბამისად ადგენს საკრებულო, რაზედაც გამოსცემს განკარგულებას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია