|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 9 ივლისის №19 ბრძანებით (სსმ III, 15.07.2010 N86 მუხ.1263, სარეგისტრაციო კოდი 010.260.000.38.101.000.099) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის ადმინიტრაციის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
,,მუხლი 51 1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს, მისი არყოფნის პერიოდში; ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; გ) თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების, ქალაქ თბილისის მერიის დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.’’. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაში შედის 2014 წლის 1 აპრილიდან.
|
|