„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1473
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1473

2012 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

      საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის შესა­ ბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სა­მინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტე­ბის ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნ­ქ­­ტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „2. კომპანიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოს ქ. წყალტუბოში შესასრულებელი ქვე­მოთ ჩამოთვლილი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედ­ველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები :

     ა) რუსთაველის ქუჩის №15-ში მდებარე ლუდსახარშის შენობის რეაბი­ლი­ტაცია;

     ბ) რუსთაველის ქუჩის №7-ში მდებარე ფოსტის შენობის რეაბილიტაცია;

     გ) რუსთაველის ქუჩის №4-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია;

     დ) რუსთაველის ქუჩის №10-ში მდებარე კაფე „მაგნოლიის“ რეაბილიტაცია ;

     ე) სანატორიუმ „შახტიორის“ წინ მდებარე შადრევნის რეკონსტრუქცია.“.

  

    პრემიერ - მინისტრი                          ი ვანე მერაბიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია