,,ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 16 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-03
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.118.016112
,,ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 16 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება  №8

2014 წლის 27 მარტი

ქ. ონი

 

,,ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ონის მუნიციპალიტეტის 2014  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 იანვრის  N3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016107) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. ომის ვეტერანთა და დევნილთა ოჯახების დახმარება“

ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ომის ვეტერანთა და დევნილთა ოჯახების დახმარების მიზნით თითოეული ოჯახის  წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ჯაფარიძე

კრებსითი — სრული ვერსია